სიახლე

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ადამიანი დააკავა

მედიაცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. The post საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი