უკრაინული მედია – რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს – დაიღუპა 4 ადამიანი
News.ge
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქ კამიანსკეში საწარმოზე მიიტანეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას ცნობით, 5 სექტემბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. ასევე, რუსების იერიშის შედეგად კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. […]