,,მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, პუტინის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ” – სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს, რომელიც მტკიცე რეაგირებას მოითხოვს. მისი თქმით, მოსკოვმა ეს დარტყმა მშვიდობისკენ ახალი მცდელობის დროს განახორციელა, რითაც გამოავლინა, რომ დიპლომატიას უარყოფს. „ახლომდებარე ტერიტორიაზე მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – წმინდა სოფიას ტაძარი – ასევე რისკის ქვეშ აღმოჩნდა. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ცალსახად დაგმონ ეს ქმედებები და პუტინის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ. ასევე მოვუწოდებთ იუნესკოს, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს და გააძლიეროს ძალისხმევა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, რომელიც საფრთხის ქვეშაა“, – აცხადებს სიბიგა. შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის… The post ,,მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, პუტინის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ” – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →