წელს, ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუსი კინოფესტივალი „BIAFF – 2026“ 19 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
რეჟისორ, ლევან კოღუაშვილის თქმით, ფილმ „გურიას“ სწორედ ფესტივალის გახსნის დღეს აჩვენებენ.
„ფილმის ქართული პრემიერა ქალაქ ბათუმში მოხდება, 19 სექტემბერს. ველოდებით ქართველი მაყურებლის რეაქციას და შეფასებებს. ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული _ დიდი სიყვარულით გურიის, საქართველოსა და ადამიანების მიმართ. – გვითხრა ლევან კოღუაშვილმა. „გურია ნიუსის“ კითხვაზე როდის მოხდება ფილმის ჩვენება გურიაში? – ლევან კოღუაშვილმა გვიპასუხა: – მიდის მაგ საკითხზე მუშაობა, რადგან გურიაში კინოთეატრი არ არის ვფიქრობ ისეთ ადგილას მოხდეს ფილმის ჩვენება სადაც უკეთესად მოხერხდება. – გვითხრა ლევან კოღუაშვილმა. „ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) 2026 წელს თავის 20 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. საიუბილეო კინოფესტივალი ტრადიციულად ბათუმში, 19-26 სექტემბერს ჩატარდება და მაყურებელს განსაკუთრებულ პროგრამას, გამორჩეულ საერთაშორისო სტუმრებსა და საინტერესო კინოშეხვედრებს შესთავაზებს.“ – აღნიშნულია BIAFF-ის ფეისბუქგვერდზე.
The post “გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება appeared first on გურია ნიუსი.