სიახლე

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

GuriaNews

ჯორჯ კლუნიმ გუშინ ვენეციაში, სადაც მას საპატიო “ოქროს ლომი” გადასცეს, სიტყვით გამოსვლისას თქვა: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები გაჩუმებას აიძულებდნენ, პოლიტიკოსები კი არ იყვნენ. ეს იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს სვამენ. ეს იყვნენ ხელოვანები, რომლებიც მარტივ პასუხებზე უარს ამბობენ. ესენი არიან რეჟისორები, მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები, რომლებიც გვახსენებენ, რომ ადამიანი, რომელსაც არასოდეს შეხვედრიხართ, თქვენი თანაგრძნობის ღირსია. ისტორიები […] The post ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან” appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ჯორჯ კლუნიმ გუშინ ვენეციაში, სადაც მას საპატიო “ოქროს ლომი” გადასცეს, სიტყვით გამოსვლისას თქვა:

“პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები გაჩუმებას აიძულებდნენ, პოლიტიკოსები კი არ იყვნენ. ეს იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს სვამენ. ეს იყვნენ ხელოვანები, რომლებიც მარტივ პასუხებზე უარს ამბობენ. ესენი არიან რეჟისორები, მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები, რომლებიც გვახსენებენ, რომ ადამიანი, რომელსაც არასოდეს შეხვედრიხართ, თქვენი თანაგრძნობის ღირსია.

ისტორიები ყოველთვის საშიშია მათთვის, ვინც შიშზე დაყრდნობით იკვებება. ადამიანები, რომლებსაც წიგნების, მუსიკისა და ისტორიის ეშინიათ, ისტორიის გმირები ვერასოდეს გახდებიან”.

“ძალიან საინტერესოდ დაიწყო ვენეციის კინოფესტივალი _ მარტინ მაკდონახისა და სინია ცუკამოტოს შესანიშნავი ფილმებით და ვერნერ ჰერცოგის, ასევე დანი ბოილის ახალი ფილმების სრული ჩავარდნით.

მალკოვიჩი გენიოსია”, _ წერს კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია ფეისბუკზე.

The post ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან” appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი