სიახლე
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მედიაცენტრი
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, თბილისში, ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „მარიხუანა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.