მცხეთაში ე.წ. სამხედროს ქუჩას ილია მეორის სახელი მიენიჭა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ მცხეთაში მდებარე ე.წ. სამხედროს ქუჩას სახელი შეეცვალა. 2026 წლის 31 აგვისტოდან აღნიშნულ გეოგრაფიულ ობიექტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სახელი ეწოდა. საკრებულოს განკარგულების თანახმად, ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საფუძველი ისტორიული ვითარება და სხვა ობიექტური გარემოებები გახდა. ქუჩა ამიერიდან ოფიციალურად ატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სახელს. მოქმედი კანონმდებლობით, გეოგრაფიული ობიექტისთვის საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება, როგორც წესი, მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგაა დასაშვები. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მცხეთის საკრებულომ ამ ვადის გასვლამდე ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობაზე მიმდინარე წლის 15 აპრილს იმსჯელა, ხოლო… The post მცხეთაში ე.წ. სამხედროს ქუჩას ილია მეორის სახელი მიენიჭა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →