სიახლე

,,სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ძალიან მალე დაკარგავს” – ლავროვი

მედიაცენტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პოზიციას მალე შეიცვლის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ევროკავშირი საკუთარი პოლიტიკის გამო არსებულ ეკონომიკურ უპირატესობებს ეტაპობრივად კარგავს. „ეკონომიკურად, ევროკავშირი, მრავალი ფაქტორის გამო, მათ შორის საკუთარი მოკლე ხედვის, რომ არ ვთქვა სისულელის გამო, კარგავს თავის უპირატესობებს. ინერციის გამო, ქვეყნები – ჩვენი სერბი მეგობრები და ახლა ჩვენი სომეხი კოლეგები – აგრძელებენ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან მალე დაკარგავენ ამ სურვილს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. The post ,,სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ძალიან მალე დაკარგავს” – ლავროვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი