სააგენტო "პარალელი"
“რა ჰქვია იმ თამაშს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეთამაშება ირაკლი კობახიძეს? ან იქნებ ჩვენ გვეთამაშება?…” – გია ნოდია
მამუკა მდინარაძის მიერ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით გამოეხმაურა განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:
“რა ჰქვია იმ თამაშს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეთამაშება ირაკლი კობახიძეს?
ან იქნებ ჩვენ გვეთამაშება?
აქვს ბიძინას თამაშის გეგმა თუ გზადაგზა იგონებს ახალ სვლებს?
იღებს თავად ბიძინა ამ თამაშისგან სიამოვნებას თუ ისიც იტანჯება თავისი პარანოიით?
როგორ დაიძინებს ამაღამ ირაკლი კობახიძე? და მამუკა მდინარაძე?
თავად ბიძინას ვიცით, რომ უკვე სძინავს. მაგრამ რამდენად ტკბილად?
სახელდობრ რას ფიქრობს ამაზე თავის საკანში ირაკლი ღარიბაშვილი?
ეჰ, რამდენი საფიქრალი გვაქვს ქართული პოლიტიკის ექსპერტებს (ლეგიონია ჩვენი სახელი)!” – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.
“რა ჰქვია იმ თამაშს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეთამაშება ირაკლი კობახიძეს? ან იქნებ ჩვენ გვეთამაშება?…” – გია ნოდია
პარალელი