,,სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს” – კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონების აღმოჩენის ინციდენტს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს. მისი თქმით, გერმანიის მიერ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ძლიერი სიგნალია. „ჩვენ უკვე გამოვიძახეთ რუსეთის ელჩი, ისევე როგორც ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ. განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს არის ერთიანი პასუხი, რომელიც ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა კალასმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მომხდარზე მკაცრი პოზიცია დააფიქსირეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ეს არის კრემლის მხრიდან ევროკავშირის დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებისკენ მიმართული მცდელობა, რასაც პასუხის გარეშე არ დატოვებენ. ირლანდიის… The post ,,სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს” – კაია კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →