დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს
გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ ვერსიას გამორიცხავს. ბლოგერის დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. „მე მყავდა კარგად აღზრდილი შვილი, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის – სუფთა, კეთილი გულის, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ მივიღებ მასზე ცუდს, ნურავინ იტყვის“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა. ბუავას მამის თქმით, ამ ეტაპზე ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილის ღირსეულად დაკრძალვაა, რის შემდეგაც გამოძიების მსვლელობას დააკვირდებიან. „დღეს და ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი მისი ღირსეული გაცილებაა. გამოვემშვიდობებით როგორც მას შეეფერება ისე და მერე დავუბრუნდებით ამ საქმეს. ჯერ მივენდობით და დავაკვირდებით გამოძიებას. იმედი გვაქვს, სათანადოდ… The post დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →