საქართველოში დღეს თბილი ამინდია მოსალოდნელი
2 სექტემბერს საქართველოში უმეტესად თბილი და შედარებით სტაბილური ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ტემპერატურა კვლავ მაღალი იქნება, თუმცა რეგიონების მიხედვით ამინდის პირობები განსხვავებული იქნება. აჭარაში, დღის განმავლობაში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო ამინდი. სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში დღისით ჰაერი +25…+30 გრადუსამდე გათბება, მაღალმთიან რაიონებში კი +17…+23 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 2 სექტემბერს ტემპერატურა დაახლოებით +18…+29 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. სექტემბრის დასაწყისისთვის საქართველოში კვლავ შენარჩუნდება შედარებით თბილი ამინდი, თუმცა ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა ღრუბლიანობის მატება და მცირე ნალექიც აღინიშნოს. The post საქართველოში დღეს თბილი ამინდია მოსალოდნელი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →