პოლიციელებსა და ჯარისკაცებს მომწამვლელ პროდუქტს აჭმევდნენ – ექსპერტიზის ბიურო მომწამვლელ ნივთიერებებს ვეღარ იკვლევს? — Cnoba

Alia სიახლე 20 Feb 2026, 11:04

საკვები, რომელიც პოლიციაში და ჯარში შედიოდა, იმდენად ტოქსიკური იყო, რომ ექსპერტიზაც ვერ ჩატარდა – როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ექსპერტიზა ექსპერტის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საკვები, რომლითაც შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს კვებავდნენ, ანტისანიტარიაში მზადდებოდა. გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე […] The post პოლიციელებსა და ჯარისკაცებს მომწამვლელ პროდუქტს აჭმევდნენ – ექსპერტიზის ბიურო მომწამვლელ ნივთიერებებს ვეღარ იკვლევს? appeared first on .

საკვები, რომელიც პოლიციაში და ჯარში შედიოდა, იმდენად ტოქსიკური იყო, რომ ექსპერტიზაც ვერ ჩატარდა – როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ექსპერტიზა ექსპერტის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საკვები, რომლითაც შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს კვებავდნენ, ანტისანიტარიაში მზადდებოდა.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი, ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს „ბატონო“-ს ხელმძღვანელი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. 

ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

გარდა ამისა, დადგინდა, რომონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

უწყება წერს, რომ ზოგი პროდუქტი ვერც გამოიკვლიეს, თურმე, რადგან ექსპერტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აყენებდა რისკის ქვეშ. უცნობია, რა პირობებში მუშაობენ ექსპერტები, რომ თუნდაც მომწამვლელი პროდუქტების კვლევაც კი საფრთხეს უქმნით, მაშინ როცა, გამოძიების პირობებში, არაერთხელ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შხამის კვლევაც მოუწიოთ. 

The post პოლიციელებსა და ჯარისკაცებს მომწამვლელ პროდუქტს აჭმევდნენ – ექსპერტიზის ბიურო მომწამვლელ ნივთიერებებს ვეღარ იკვლევს? appeared first on .


რელევანტური