თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს
თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები უკანონო იარაღს ეძებდნენ. საგამოძიებო მოქმედებებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა, რომელიც პროცესს სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში აშუქებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახლში სამართალდამცველები ერთდროულად შევიდნენ, გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. სახლის ჩხრეკამდე კი ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, სადაც ასევე ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა 151-ე და 236-ე მუხლებით, მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. The post თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →