ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან მცირეწლოვანი დაშავდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კორპუსიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა.
ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
The post კორპუსიდან სკამი ისროლეს, რა დროსაც ბავშვი დაშავდა – ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი appeared first on გურია ნიუსი.