ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს (ვეტერანთა შვილები, მარჩენალდაკარგულები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების სწავლის საფასურის დაფინანსების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით. დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა. ორივე სემესტრის დაფინანსება ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე გაიცემა. გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მოსაპოვებლად, 2027 წელს ახალი განცხადებები აღარ მიიღება. წარმოდგენილ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში,… The post ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება…
პირველწყარო →