სიახლე

დენ დრისკოლი აშშ-ის არმიის მდივნის თანამდებობას ტოვებს

მედიაცენტრი

აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი თანამდებობას ტოვებს. ინფრომაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, გადადგომის მიზეზი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პიტ ჰეგსეთთან არსებული დაძაბულობა გახდა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მაღალჩინოსანი სამხედრო პირების გათავისუფლებას უკავშირდება. არმიის წარმომადგენლის თქმით, დრისკოლმა დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ გადადგომის განცხადება ოფიციალურად წარადგინა. „მდივანი დრისკოლი ეფექტურად უწყობდა ხელს პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის არმიის დეპარტამენტში გატარებას, ისტორიული სამხედრო ოპერაციების დროს ლიდერობით, ლეტალურობის აღდგენით, ასევე, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობით“, — განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ანა კელიმ. The post დენ დრისკოლი აშშ-ის არმიის მდივნის თანამდებობას ტოვებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი