ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილის დაჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
იხილე სრულად: gurianews.com ↗