,,გამოძიებასთან ბევრი კითხვა გვაქვს, მუხლის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ” – ადვოკატი
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ადვოკატის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაზარალებულ მხარეს გამოძიებასთან არაერთი კითხვა აქვს და საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. უფლებადამცველი საქმეში ბუავას მეგობრების თხოვნით ჩაერთო, გარდაცვლილის ოჯახი კი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. ადვოკატის თქმით, გამოძიების არსებულ ვერსიას არ ეთანხმებიან და გამორიცხავენ თვითმკვლელობას. ,,აღნიშნულ საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ. აქ არანაირი თვითმკვლელობა არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, თუ რომელი მუხლით უნდა იყოს გადაკვალიფცირებული, ეს უკვე გამოძიების შემდეგ უნდა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით” – განაცხადა ადვოკატმა. მეზვრიშვილი ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის, ვალერია კირლიუკის ქმედებებზე და აცხადებს, რომ ბუნდოვანია, როგორ მოახერხა მან კარის დაკეტვა. „თუ… The post ,,გამოძიებასთან ბევრი კითხვა გვაქვს, მუხლის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ” – ადვოკატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →