სიახლე

,,ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მედიაცენტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიღებული შედეგი ევროკავშირისთვის დაფიქრებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაა. მინისტრის თქმით, ბლოკმა პირველ რიგში საკუთარი ეკონომიკური პერსპექტივები უნდა გააძლიეროს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ჩრდილოეთით გაფართოება, რაც ისლანდიასა და ნორვეგიას მოიცავს, კვლავ მნიშვნელოვან მიზნად რჩება. ეს იქნებოდა შესანიშნავი შესაძლებლობა, ერთად გავძლიერებულიყავით. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეხება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკურ პერსპექტივებს. მე, როგორც ადრე, მჯერა, რომ არ უნდა დავივიწყოთ ევროკავშირის ჩრდილოეთით გაფართოების მიზანი. ეს, ბუნებრივია, მოიცავს ისლანდიას, მაგრამ ასევე ნორვეგიას“, – განაცხადა მინისტრმა The post ,,ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი