სიახლე

,,უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ რატომაა” – მერაბ მალანია

მედიაცენტრი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, გიორგი მალანიის მამის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა. მერაბ მალანიას თქმით, ნია იმნაძის ჯგუფელებმა სასამართლოში დაადასტურეს, რომ ბრალდებულს არ იცნობდნენ. მან ასევე უარყო ბრალდება იმის შესახებ, თითქოს გიორგი მალანიამ ავალიანის გადაადგილების მარშრუტი იცოდა. „დღეს გაუკეთებია განცხადება, რომ გადაადგილების მარშრუტი იცოდა ჩემმა შვილმა, როდესაც შენობის გარეთ არ ჰყავდა ნანახი თავისი მასწავლებელი, რის საფუძველზე აკეთებს ეგეთ განცხადებას, საინტერესოა. უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ რატომაა“, – განაცხადა მერაბ მალანიამ. The post ,,უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ რატომაა” – მერაბ მალანია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი