სიახლე
,,ვიტოვებთ რეაგირების უფლებას ” – არაბთა გაერთიანებული საამიროები
მედიაცენტრი
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე ირანული დრონის მოგერიების შემდეგ თავდასხმა მკაცრად დაგმო. უწყებამ მომხდარი არაბთა გაერთიანებული საამიროების სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევად და მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხის შექმნად შეაფასა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა იტოვებს რეაგირების უფლებას და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყველა საჭირო ზომას მიიღებს. საამიროების საგარეო უწყების მტკიცებით, თავდასხმა საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზებს. The post ,,ვიტოვებთ რეაგირების უფლებას ” – არაბთა გაერთიანებული საამიროები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.