სიახლე
საგარეო უწყება რუსეთში ავარიაში ქართველების დაშავებას ადასტურებს
მედიაცენტრი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო ავტობუსში, რომელიც რუსეთში მძიმე ავარიაში მოყვა, საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს დაშავებული მოქალაქეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებისა და მათთვის დახმარების გაწევის მიზნით. „საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით“, – აცხადებენ სამინისტროში. The post საგარეო უწყება რუსეთში ავარიაში ქართველების დაშავებას ადასტურებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.