სიახლე

,,ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება” – ისლანდიის საგარეო უწყება

მედიაცენტრი

ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აღარ გააგრძელებს – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირმა რეფერენდუმის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. „ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, გუნარსდოთირმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და მის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობას ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმების ფარგლებში გააგრძელებს. შაბათს გამართულ რეფერენდუმში მონაწილე 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ხოლო 47.2%-მა პროცესის გაგრძელებას მისცა ხმა. The post ,,ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება” – ისლანდიის საგარეო უწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი