სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილს მანევრირება შეუძლია იქ, სადაც ძალის ვაკუუმი რუსეთს აქვს შევსებული” – თამარ ჩერგოლეიშვილი
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ეხმაურება და მმართველი გუნდისთვის პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელობაზე, კონკრეტული განმარტებებით და მინიშნებებით, საუბრობს პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“თავიანთი ძალის ვერტიკალის დასამშვიდებლად ბიძინა გამოაჩინეს.
ვინც ბიძინათი დამშვიდებას აპირებთ, კეთილ რჩევას მოგცემთ:
ივანიშვილს მანევრირება შეუძლია იქ, სადაც ძალის ვაკუუმი რუსეთს აქვს შევსებული.
ეგ იცის.
აი შეცვლილ გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსში, როცა რუსეთს ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში ამერიკა ავიწროვებს, ბიძინა უბრალოდ დელულუ მოხუცია, რომელიც სახლს ვერ პოულობს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“ივანიშვილს მანევრირება შეუძლია იქ, სადაც ძალის ვაკუუმი რუსეთს აქვს შევსებული” – თამარ ჩერგოლეიშვილი
პარალელი