კობა კობალაძე და ცესკო-ს თავმჯდომარე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ. სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ორგანიზაციის სპიკერმა, თამარ საბაურმა, წარუდგინა და მათ ორგანიზაციის სტრუქტურა, სასწავლო პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა. გიორგი კალანდარიშვილმა კი, მოხალისეებთან შეხვედრისას, საარჩევნო პროცესის ძირითადი ეტაპები და არჩევნებში მოქალაქის მონაწილეობის როლი განიხილა. მან მოხალისეებს მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩევლის რეგისტრაციისა და საარჩევნო სიებში მონაცემების გადამოწმების, არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებისა და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის… The post კობა კობალაძე და ცესკო-ს თავმჯდომარე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →