“თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება”- მერია — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 27 Feb 2026, 18:12

თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. ტექნიკური მარილით მუშავდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. “უხვი ნალექის გამო დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გზებზე არსებულ მდგომარეობას დღე-ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონული გამგეობების თანამშრომლები. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე”- ამბობენ უწყებაში. The post “თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება”- მერია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური