ევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესები რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი — Cnoba
ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესების პროექტს რამდენიმე თვეში წარადგენს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა შესაძლო სცენარების განხილვის ბოლო ეტაპზე არიან. „ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ბოლოს და ბოლოს, საქმე ევროპის მომავალს ეხება“, – განაცხადა მარტა კოსმა. მარტა კოსმა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც ისაუბრა. „რთულია, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე მიიღონ, სადაც კონსენსუსია საჭირო. ამიტომ, ღირს იმის განხილვა, თუ როგორ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა კოსმა. The post ევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესები რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.