სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც, ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას. _ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
The post საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.