„ისრაელი არ დაუშვებს, რომელიმე ძალამ მის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას” – ისრაელ კაცი
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მკვეთრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ანკარა სირიაში სახიფათო ნაბიჯებს დგამს. „ისრაელი არ დაუშვებს, რომელიმე ძალამ მის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. ერდოღანისთვის უკეთესი იქნება, ისრაელის წინააღმდეგ ცარიელი და აბსურდული განცხადებების გაკეთება თურქეთის პარლამენტში გააგრძელოს, ვიდრე ისრაელის თავდაცვისუნარიანობის გამოცდას შეეცადოს“, – დაწერა ისრაელ კაცმა. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებას წინ უძღოდა სირიის იდლიბის რეგიონში მდებარე ძველი აეროდრომის დაბომბვა. ოფიციალურმა დამასკომ სამხედრო აგრესიაში ისრაელი დაადანაშაულა, ხოლო ისრაელის მხარის განმარტებით, აღნიშნულ ბაზაზე თურქეთის სამხედრო ძალების გაძლიერება მიმდინარეობდა. The post „ისრაელი არ დაუშვებს, რომელიმე ძალამ მის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას” – ისრაელ კაცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →