ბათუმში „ოცნების ქალაქში“ ხანძარია (ვიდეო)
ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მჭიდრო დასახლების გამო ხანძრის გავრცელების რისკი მაღალია. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
იხილე სრულად: mcm.ge ↗