მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება გადავადდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადდა. მოქმედი გეგმით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად პედაგოგს იმ საგნის ან საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია უნდა ჰქონოდა, რომელსაც ასწავლის. უწყების განმარტებით, ცვლილების გადავადების მთავარი მიზანი პედაგოგთა მხარდაჭერა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფაა. „ახალი გადაწყვეტილების თანახმად, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად – მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან პედაგოგებისთვის დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმები ამოქმედდება. კერძოდ,… The post მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება გადავადდა appeared first on მედიაცე…
პირველწყარო →