სიახლე

საფრანგეთში ივლისში ძლიერ სიცხეს 1 243 ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

საფრანგეთში ივლისში ძლიერ სიცხეს 1 243 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, სიკვდილიანობის აღნიშნული მაჩვენებელი 3-დან 22 ივლისამდე პერიოდში დაფიქსირდა. ამასთან, ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე ზაფხულს რეკორდულ სიცხეებს ქვეყანაში, სულ მცირე, 7 300 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, მაღალ ტემპერატურას ასობით ადამიანი ემსხვერპლა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, წელს ძლიერი სიცხეების გამო გერმანიაში თითქმის 10 000 ადამიანი გარდაიცვალა. ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის, Sciensano-ს ცნობით, ივნისის სიცხის ტალღის დროს და ივლისის პირველ დღეებში გარდაცვალების 2 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. The post საფრანგეთში ივლისში ძლიერ სიცხეს 1 243 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი