სახალხო დამცველი შეისწავლის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, 2026 წლის 4 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე სასწავლო წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს.
სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილავს კანონში ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების პროცესში რამდენად იყო დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ცვლილებებს ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე.
The post სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს appeared first on გურია ნიუსი.