სიახლე

ძლიერმა წვიმამ ლეღვთახევი დააზიანა, მოშლილია მოაჯირები (ვიდეო)

მედიაცენტრი

ლეღვთახევში, უხვი ნალექის შედეგად მოაჯირები მოშლილია და ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, რის გამოც ადგილზე გადაადგილება საფრთხისშემცველია. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილზე შექმნილ ვითარებასა და გაწმენდით პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო. „მდინარე ადიდდა, რომელმაც დააზიანა არსებული ინფრასტრუქტურა. დაზიანებულია მოაჯირებიც. რამდენიმე დღე დაგვჭირდება ყველაფრის აღდგენისთვის. არ დაგვიტოვებია არცერთი ადგილი, სადაც არ მივედით – ყველაფერი მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. The post ძლიერმა წვიმამ ლეღვთახევი დააზიანა, მოშლილია მოაჯირები (ვიდეო) appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი