სიახლე

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

მედიაცენტრი

ინდონეზიაში, კუნძულ ფლორესზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით საავადმყოფოებში 50-მდე ადამიანია გადაყვანილი. სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა 157 საცხოვრებელი სახლი და 5 აეროპორტი. დაზარალებულ ზონაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა კუნძულ სუმატრაზეც – 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ პემატანგსიანტართან ახლოს მდებარეობდა. The post ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი