„ერთადერთი მოტივაცია – მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს’ – ირაკლი კობახიძე — Cnoba
პრემიერ-მინისტრმა ბრიტანეთის მიერ პრო ქართული ტელევოზიის დასანქცირებაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს რაც ხდება რეალურად. „ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. უკვე ყველასათვის აშკარაა და ამას არც თავად მალავენ, რომ ამ უსამშობლო ადამიანებისთვის არათუ სამშობლო, რომელიც ბევრად უფრო აღმატებული და ემოციური ცნებაა, არამედ სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობაც კი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში, მათ აქვთ ერთადერთი მოტივაცია – მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს, რომელთა უპირობოდ შესრულება მათი ერთადერთი მოვალეობაა“ – აღნიშნა კობახიძემ. The post „ერთადერთი მოტივაცია – მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს’ – ირაკლი კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.