„ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ე.წ დიფ სთეითი“ – კობახიძე — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 27 Feb 2026, 11:41

„ბრიტანულ ბიუროკრატიას იგივე ძალები მართავენ, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ევროპულ, ისე ბრიტანულ ბიუროკრატიაში სერიოზული პრობლემებია. „ბრალდებები იყო აბსოლუტურად აბსურდული. რეალურად არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიტანა ბრიტანულმა ბიუროკრატიამ. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. სხვათაშორის ამაზე ხშირად საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.პირდაპირ აცხადებს, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ე.წ დიფ სთეითი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. The post „ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ე.წ დიფ სთეითი“ – კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური