სიახლე

,,საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი – თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება” – გაფრთხილება მძღოლებს

მედიაცენტრი

,,17-24 აგვისტოს საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი – თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 24 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით ჩაიკეტება. მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის საავტომობილო გზაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post ,,საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი – თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება” – გაფრთხილება მძღოლებს…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი