,,ტოკიო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვებს ლექციები წაუკითხოს” – ზახაროვა
,,იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ტოშიმიცუ მოტეგის, განცხადებები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, იტურუპის კუნძულზე ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც, კურილის ყველა კუნძულის მსგავსად, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია ლეგიტიმური საფუძვლით, ღრმად აღმაშფოთებელი და აბსოლუტურად მიუღებელია”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული. ზახაროვას თქმით, იაპონია, რომელიც „დასავლურ არალეგიტიმურ სანქციებს შეუერთდა და კიევის ნაცისტურ რეჟიმს უჭერს მხარს“, ფაქტობრივად ანგრევს რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებს. „ოფიციალური ტოკიო, რომელმაც დაარღვია ყველა სამართლებრივი ნორმა კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიურ პოლიტიკაში თანამონაწილეობით, მათ შორის უკანონო შეზღუდვების დაწესებით, ძნელად თუ არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვებს ლექციები წაუკითხოს… The post ,,ტოკიო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სხვებს ლექციები წაუკითხოს” – ზახაროვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →