სიახლე

კოშმარი დატრიალდა, კრაზანები შემოესივნენ – ვინ გადაარჩინა ქალი მარტვილში

MegaTV

,,დღეს მარტვილის რაიონში, სადაც დედაჩემი სრულიად მარტო იმყოფებოდა, ნამდვილი კოშმარი დატრიალდა… სახლშიც და ეზოშიც უზარმაზარი, სასიკვდილოდ საშიში კრაზანების ბუდეები შემოესივნენ. ქალი ფაქტობრივად ალყაში მოექცა. ​შოკში მყოფმა, დავიწყე რეკვა ყველგან, სადაც კი წესით მოქალაქეს უნდა ეხმარებოდნენ: ​❌ მერია, საკრებულო, გარემოს ზედამხედველობა ,მოვიდა სოფლის გამგებელი რამდენიმე კაცთან ერთად. შეხედეს, „ეს ის კრაზანაა, ძილში კაცს რომ კლავსო“ და […]

პირველწყარო →

,,დღეს მარტვილის რაიონში, სადაც დედაჩემი სრულიად მარტო იმყოფებოდა, ნამდვილი კოშმარი დატრიალდა… სახლშიც და ეზოშიც უზარმაზარი, სასიკვდილოდ საშიში კრაზანების ბუდეები შემოესივნენ. ქალი ფაქტობრივად ალყაში მოექცა.
​შოკში მყოფმა, დავიწყე რეკვა ყველგან, სადაც კი წესით მოქალაქეს უნდა ეხმარებოდნენ:
​❌ მერია, საკრებულო, გარემოს ზედამხედველობა ,მოვიდა სოფლის გამგებელი რამდენიმე კაცთან ერთად. შეხედეს, „ეს ის კრაზანაა, ძილში კაცს რომ კლავსო“ და შეშინებულები გაიქცნენ! დედაჩემი კი ასე „დაამშვიდეს“.
❌ სამაშველო სამსახური მოვიდნენ, კარების გაღებაც ვერ გაბედეს, „შეგვჭამენო“ და გაიქცნენ! ოღონდ წასვლისას დედას დაუბარეს, დიდი რისკის ქვეშ ხარო…
❌ საპატრულო პოლიცია „კრაზანების კი არა, ოქმსაც ვერ შევადგენთ, ახლოს ვერ მივალთო“ და ისიც გაიქცა.
❌ კერძო კომპანია თვის ბოლომდე დაკავებულები ვართო“.
​წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა! ქალი სახლში გამოკეტილია, გარეთ რეალური სასიკვდილო საფრთხეა და ყველა ოფიციალური სტრუქტურა ზურგს აქცევს!
​და ამ დროს… Зრეკავს უბნის ინსპექტორი ზვიად გაბისონია!
მითხრა, რომ რაც შეეძლება, დაეხმარება დედას. მოვიდა თავის კოლეგასთან, პოლიციელ თემურ წულაიასთან ერთად!
​არც შეშინებიათ, არც „ინსტრუქციების“ უკან დამალულან და არც გაქცეულან. ამ ორმა კაცმა, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, პირდაპირ გაანადგურა კრაზანების ბუდეები და დედაჩემი სიკვდილს იხსნა!
​ცხოვრებაში პირველად მიწოდებია პოლიციელისთვის „გმირი“ და დღეს ამას მთელი გულით ვამბობ. ასეთი ადამიანები უნდა მუშაობდნენ შსს-ში! აი, ასეთ ღირსეულ პოლიციელებზე დგას ამ ქვეყნის მომავალი.
​(პ.ს. თურმე სახელმწიფო ვერ იცავს ადამიანებს, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი ვაჟკაცები!)
​უდიდესი პატივისცემა პოლიციელებს ზვიად გაბისონიას და თემურ წულაიას! 👏❤️ – წერს სოციალურ ქსელში იაკო კვანტალიანი.


მსგავსი