,,მოსამართლეს საზოგადოება განსჯის იმისთვის, რაც იკადრა” – კობა ფარტენაძე
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესსა და მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის საქმეს ეხმაურება. ჟურნალისტი უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. „აი, როგორები ხდებიან ქართველი „ვაჟკაცები“, როცა ბრბოსთან ერთად აღარ დადიან და მარტო რჩებიან… რაც შეეხება მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილს – უფრო მეტად გონიერი და ობიექტური ეგონა ყველას, დღეს რაც იკადრა, ყველამ დავინახეთ. არა უშავს – მას საზოგადოება განსჯის. მე კი იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მისნაირ მიკერძოებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს“, – წერს ფარტენაძე. ჟურნალისტის თქმით, ეს შემთხვევა ბევრს მისცემს იმედს,… The post ,,მოსამართლეს საზოგადოება განსჯის იმისთვის, რაც იკადრა” – კობა ფარტენაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →