„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ხუთი პაციენტი, რომლებიც სოფელ გომში მომხდარი ავარიის დროს დაშავდა, ბათუმში გადაიყვანეს. მათგან ორი ბავშვია. ხუთივეს პირველადი სამედიცინო დახმარება ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“ გაუწიეს.
კლინიკის დირექტორის, დათო მდინარაძის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამი ადამიანი შესაბამის მკურნალობას ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკაში გადის.
ამ დილით „ინტერპრესსნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილია 11 პაციენტი — აქედან 6 პედიატრიული ასაკისაა, 5 კი მოზრდილი. ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ამ ეტაპზე კვლევები ღრმავდება“.
სოფელ გომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიკროავტობუსში უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გომისმთიდან ბრუნდებოდნენ.
The post როგორია გომში ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა appeared first on გურია ნიუსი.