სიახლე

ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

MegaTV

გომის მთაზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სი შედ­გით დას­რულ­და. გო­მისმთი­დან მო­მა­ვა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ხევ­ში გა­და­ვარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა ვი­ნა­ო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნი კუ­რორტზე ექ­სკურ­სი­ით იყ­ვნენ ასუ­ლე­ბი. იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. “ზუს­ტად არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნი […]

პირველწყარო →

გომის მთაზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სი შედ­გით დას­რულ­და. გო­მისმთი­დან მო­მა­ვა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ხევ­ში გა­და­ვარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა ვი­ნა­ო­ბა.

 

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნი კუ­რორტზე ექ­სკურ­სი­ით იყ­ვნენ ასუ­ლე­ბი. იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია მოხ­და.

“ზუს­ტად არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი და რამ­დე­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი, ავა­რია მოხ­და გო­მისმთი­დან მო­მა­ვალ გზა­ზე. თით­ქმის ჩა­მო­სუ­ლი იყო მან­ქა­ნა და რა მოხ­და, არ ვიცი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ახლა გა­და­კე­ტი­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ამი­ტომ ახ­ლოს მის­ვლა ვერ შევ­ძე­ლი. და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს, თა­ვი­დან ით­ქვა, რომ ორი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლიო, ვერ გე­ტყვით ზუს­ტად. გო­მისმთი­დან თით­ქმის ჩა­მო­სუ­ლი იყო მან­ქა­ნა, შუა გზის ქვე­მოთ მოხ­და ეს ტრა­გე­დია. სა­ვა­რა­უ­დოდ, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ტუ­რის­ტე­ბი მი­დი­ოდ­ნენ. გზე­ბი ჩა­ხერ­გი­ლია ახლა და ახ­ლოს მის­ვლა ვერ შევ­ძე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით”, – ამ­ბობს ჩვენ­თან მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ შე­მოქ­მედ­ში თა­მაზ ბურ­ჭუ­ლა­ძე.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ბე­ლო­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბ

“სამწუხარო ფაქტია, ჯერ ითქვა ორი ადამიანია გარდაცვლილიო, მერე ოთხამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, როგორც ვიცი, უცხოელები არიან ყველანი. საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ის მართავდა, ისიც დაშავებულია და კლინიკაშია გადაყვანილი. ბჟუჟჰესთან არის ავარია მომხდარი. გომისმთიდან მოდიოდნენ, ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო. ბელორუსიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები დანარჩენები. რატომღაც ეს საცოდავები, როცა დაბლა ჩამოვიდნენ, იქ არის ავარია მომხდარი. როგორც ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ხეს დაეჯახა მანქანა, მუხრუჭებიდან გამომდინარეო…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა


მსგავსი