სააგენტო "პარალელი"
“მე მლანძღავენ იმიტომ, რომ წელს ჩემი მხარდაჭერა განსაკუთრებით მომატებულია…” – მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის წარუმატებლობაზე უკრაინასთან ომში და ოპოზიციაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს:
“შეამჩნიეთ რომ აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, წელს განსაკუთრებით გულმოდგინებით ლანძღავენ დასავლეთს და მე, როგორც დასავლეთის მიერ “თავზემოხვეულ პრეზიდენტს” და “ომის გამჩაღებელს”?
ეს იმიტომ, რომ მათი მამა მარჩენალი, ვისითაც სული უდგიათ – პუტინი აგებს ომს უკრაინაში.
ზაფხულის შეტევა ჩაფლავდა, უკრაინა სულ უფრო მასშტაბურად ცეცხლის ალში ხვევს რუსეთს, ევროპამ უკრაინა ფულით გაავსო და რუსეთს ისღა დარჩენია, უკრაინულ ქალაქებზე იყავროს ჯავრი.
მე კი მლანძღავენ იმიტომ, რომ წელს ჩემი მხარდაჭერა განსაკუთრებით მომატებულია (მათი შიდა გამოკითხვებით), ოპოზიციურ ველზე კი, ფულით შექმნილი ხელოვნური ბიზნეს პროექტები ჩაფლავდა. მათ შორის ერთი, “ნაცმოძრაობის” დასაშლელად შექმნილი მსხვილი გაერთიანება, ამ დღეებში საბოლოოდ დაიშალა და ხალხი მასობრივად გვიბრუნდება რეფორმის და თაობათა ცვლის გზაზე მყოფ “ნაცმოძრაობას” და მე. ხოდა რაღა დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ცამდე მართალი საქართველო ჩემთან ერთად, დაგვადანაშაულონ ომის გაჩაღებაში.
მერწმუნეთ ამ მოღალატეების ბოგინი დასასრულს უახლოვდება, თუ ჩვენი აპათიით არ გავუხანგრძლივებთ ამ ბოლო ჟამს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“მე მლანძღავენ იმიტომ, რომ წელს ჩემი მხარდაჭერა განსაკუთრებით მომატებულია…” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი