სიახლე

,,მოვუწოდე ირანს, კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში” – იოჰან ვადეპული

მედიაცენტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა და მას ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდა. გერმანელმა დიპლომატმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობის აღსადგენად ჰორმუზის სრუტე უპირობოდ და რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას. „აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრისას მე მოვუწოდე ირანს, საბოლოოდ კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში რეგიონის მეზობლებთან და აშშ-სთან, რათა კონფლიქტი დასრულდეს. ჰორმუზის სრუტე უპირობოდ უნდა გაიხსნას, რათა ყველასთვის თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა. The post ,,მოვუწოდე ირანს, კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში” – იოჰან ვადეპული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი