სააგენტო "პარალელი"
“მთავარზე ვკონცენტრირდეთ: უმძიმესი ამბები გვიახლოვდება და სამშობლოა დასაცავი” – ნიკა გვარამია
“ქართული ოცნების” ერთ-ერთის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას წერილს ეხმაურება და კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს “ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
“რაც დღეს ილაპარაკა ვინმე კირცხალიამ, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთთან სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის განახლების დაანონსება.
ჯერ ოფიციალური კულტურული ღონისძიებებით დაიწყება, მერე მოჰყვება სპორტი, “ბიზნესმენთა ჯგუფები” და მსგავსი.
ბოლოს იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ოფიციალური უარი (2024-ის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მსგავსი ფორმით).
კობახიძის და კალაძის 8 აგვისტოს განცხადებებიც, რა თქმა უნდა, ამის პრელუდიაა. და სწორედ ესაა ამოხსნა იმ “ანტირუსოფობიული” კამპანიის, რამდენიმე დღის წინ რომ დაიწყეს ქოცებმა ერთი შეხედვით გაუგებრად და აუხსნელად.
ნუ გადავიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან დეტალებზე: არ სჭირდება ჩვენი დაცვა არც სუხიშვილებს, არც ნიკა რაჭველს და არც პაატა ბურჭულაძეს. მთავარზე ვკონცენტრირდეთ: უმძიმესი ამბები გვიახლოვდება და სამშობლოა დასაცავი“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“მთავარზე ვკონცენტრირდეთ: უმძიმესი ამბები გვიახლოვდება და სამშობლოა დასაცავი” – ნიკა გვარამია
პარალელი