თუ შესაძლებელი იქნება, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს – პაპუაშვილი იმედის “ბანკზე” — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 27 Feb 2026, 08:41

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დასანქცირებულ იმედის “ბანკთან” დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ თუ შესაძლებელი იქნება აუცილებლად გახსნის ანგარიშს. “იმედის კომპანიის განცხადებაა და მე არაფრის თქმა არ შემიძლია. არ ვიცი, ჩვეულებრივად ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ნებისმიერ ბიზნესს მიწეროს. თუ კი ესეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე […] The post თუ შესაძლებელი იქნება, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს – პაპუაშვილი იმედის “ბანკზე” appeared first on ODISHINEWS.

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დასანქცირებულ იმედის “ბანკთან” დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ თუ შესაძლებელი იქნება აუცილებლად გახსნის ანგარიშს.

“იმედის კომპანიის განცხადებაა და მე არაფრის თქმა არ შემიძლია. არ ვიცი, ჩვეულებრივად ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ნებისმიერ ბიზნესს მიწეროს.

თუ კი ესეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს.” – თქვა პაპუაშვილმა.

დღეს, დასანქცირებულმა იმედმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერენ, რომ ტელევიზიას “არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება” და უმოკლეს ვადაში შექმნიან საკუთარ ბანკს “სახელწოდებით “იმედის ბანკი.”

ცნობისთვის, 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო დაასანქცირა.

The post თუ შესაძლებელი იქნება, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს – პაპუაშვილი იმედის “ბანკზე” appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური