სიახლე

რუსეთმა ხარკოვს და ოდესას დაარტყა

მედიაცენტრი

რუსეთმა, დღეს დილით, უკრაინის ქალაქ ხარკოვის სალტივსკის რაიონს დაარტყა. ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი. ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა. The post რუსეთმა ხარკოვს და ოდესას დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი