დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების, მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს განახლების საკითხები.
გარდა ამისა, სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღეს სოციალურ ქვეპროგრამებსა და საწვავის ხარჯების ლიმიტზე, მერისა და კომპანიებთან დაქირავების ხელშეკრულებებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებად პროექტებზე, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხის განაწილებასა და მერის 2025 წლის მუშაობის ანგარიშის ცნობად მიღებაზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნული იქნა მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობისა და საბიუჯეტო რესურსების ოპერატიული გამოყენების მნიშვნელობა.